უკრაინის კომპანია Fire Point-მა პარიზში, შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა Eurosatory-2026-ზე წარმოადგინა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებისა და სარაკეტო სისტემების განახლებული ხაზები. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება 19 ივნისს. დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დრონი FP-1-ის მოდერნიზებულმა ვერსიამ. დეველოპერის თანახმად, ახალი ფრთისა და საწვავის ახალი ავზის წყალობით დრონის მოქმედების რადიუსი 1650-დან გაიზარდა 2700 კმ-მდე და ამჟამად ამ დრონს უნარი შესწევს, რუსეთის ფედერაციაში მისწვდეს დასავლეთ ციმბირის რეგიონებს.
გამოფენაზე უკრაინამ ასევე წარმოადგინა უპილოტო საფრენი აპარატი FP-2-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომლის მოქმედების რადიუსი 700 კმ-მდე გაიზარდა.
მძიმე შეიარაღების სეგმენტში Eurosatory-2026-ზე წარმოადგინეს უკრაინის ფრთოსანი რაკეტა FP-5 Flamingo, რომელიც შექმნა კომპანია Milanion Group-მა, მაგრამ მას აწარმოებს Fire Point-ი. სწორედ ამ რაკეტებით განხორციელდა დარტყმები 9-10 ივნისის ღამით სამხედრო ქარხანაზე ჩებოქსარიში.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნა ასევე უკრაინული ბალისტიკური რაკეტები FP-7 და FP-9.