როცა ადამიანი ძალაუფლებისთვის იბრძვის, მგელი კი ტერიტორიისთვის - რა განსხვავებაა მათ შორის? რამდენია კონფლიქტში ცხოველური და რამდენი - ადამიანური? ამ ეპიზოდში ერთმანეთს ილიაუნის პროფესორი გიგა ზედანია და თბილისის ზოოპარკის დირექტორი - ზურაბ გურიელიძე შეხვდნენ. მათ ისაუბრეს კონფლიქტის ბუნებაზე - აგრესიაზე, შიშზე, უცხოსა და თავისიანზე, მეტოქის პატივისცემაზე, შურისძიებაზე და ასევე უპასუხეს კითხვას - თუ რატომ არ გახდა კაცობრიობისთვის პირველი ომი უკანასკნელი?
პროექტის შესახებ: რადიო თავისუფლების გადაცემების ციკლი, სადაც ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან ადამიანები განსხვავებული მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით. გადაცემის მონაწილეებს საშუალება აქვთ ღიად, გულწრფელად და არგუმენტირებულად ისაუბრონ. პროექტის ავტორებს გვჯერა, რომ წინააღმდეგობრივი შეხედულებების მიუხედავად და მით უფრო ამიტომ, მნიშვნელოვანია აზრების გაცვლა და საერთოს გამონახვა.