სამშაბათს, 2026 წლის 23 ივნისს, გამთენიისას საქართველოში 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო.
ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო რაჭაში, ქალაქ ამბროლაურის დასავლეთით, 7 კმ-ში, სოფელ ხონჭიორში.
მიწისძვრა დილის 04:07 საათზე დაფიქსირდა.
სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ ბიძგები იგრძნეს მოშორებითაც - ლეჩხუმში, თერჯოლასა და ქუთაისში.