უკრაინის თავდაცვის ძალებმა მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის კრასნოდარის მხარეზე და ანექსირებულ ყირიმზე. დარტყმის სამიზნეებს შორის იყო ენერგოობიექტები.
რუსეთის კრასნოდარის მხარის დასახლებულ პუნქტ პოლტავსკაიაში დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის ბაზას. ეს 25 ივნისს დილით ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა. მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც მისი ინფორმაციით, ასახულია სამი ცეცხლმოკიდებული რეზერვუარი.
მონიტორინგის უკრაინული არხების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო ქალაქების, სიმფეროპოლის და სევასტოპოლის რაიონებში და დასახლებულ პუნქტ საკისთან, სადაც რუსეთის სამხედრო აეროდრომია. ამ წყაროთა თანახმად, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ბალაკლავის თბოელექტროსადგური.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა 25 ივნისს დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ უკრაინის შეტევის შედეგად სიმფეროპოლის და კრასნოგვარდეისკის რაიონებში დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი და ორი დაშავდა.
ასევე ნახეთ
ანექსირებული სევასტოპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დრონებით შეტევის შედეგად25 ივნისს დილიდან ისევ შეიზღუდა ანექსირებული ქალაქის, სევასტოპოლის ენერგომომარაგება. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქის მთავარ ელექტროქვესადგურს 24 ივნისსაც შეუტიეს, რის შედეგადაც სევასტოპოლს მთელი დღის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა 25 ივნისს დილით სოციალური ქსელები გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში „ენერგომომარაგების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებს" და ეს „იძულებითი ზომა" საჭიროა „ელექტროქსელების გადატვირთულობის ლიკვიდაციისთვის".
ასევე ნახეთ
უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთში და ანექსირებულ ყირიმში დაარტყა სამხედრო და სამრეწველო ობიექტებსბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს შეტევის მასშტაბი როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვზე, ისე რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებზე.
დარტყმის ქვეშაა რუსული არმიის ობიექტები, სამხედრო მრეწველობის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტები.
რუსეთში ბენზინის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.
ასევე ნახეთ
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინის იერიშების შემდეგ 6 თვით შეაჩერა მუშაობაუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსებმა ომი იგრძნონ და რუსეთმა იცოდეს, რომ არ გამოუვა უკრაინელების მიწების იოლად და დაუსჯელად მოპარვა.
ზელენსკის თანახმად, რუსეთს არ მისცემენ უფლებას, რომ უკრაინის მიწა გამოიყენოს ომის გაჭიანურების ინსტრუმენტად და დაუსრულებელი ოკუპაციისთვის. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ყირიმში ოპერაცია მკაფიოდ გათვლილია და გაგრძელდება. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უზრუნველყოფს ისეთ პირობებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობას დასთანხმდეს.