თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა

ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება

თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა.

შემთხვევა 25 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად „მთავარმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.

შსს-ს პრესცენტრის ცნობითვე, გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა დეტალები უცნობია.