რუსეთმა და უკრაინამ 160-160 სამხედრო ტყვე გაცვალეს

საილუსტრაციო ფოტო: გაცვლის შედეგად გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები. 5 ივნისი, 2026.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ ფორმატით „160 160-ზე“.

სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან და მათთან მუშაობს რუსეთის ადამიანის უფლებების კომისარი, იანა ლანტრატოვა. გაცვლას შუამავლობა გაუწია არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

უკრაინას ჯერ არ დაუდასტურებია ტყვეების გაცვლის შესახებ ინფორმაცია.

ტყვეების გაცვლა 2026 წლის 5 ივნისს მოხდა ფორმატით „185 185-ზე“. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ 185 სამხედრო მოსამსახურის გარდა, სამშობლოში დაბრუნდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ასევე ნახეთ

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს ფორმატით „185 185-ის სანაცვლოდ“