პოლონეთმა გააძევა 11 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის ფულის მეშვეობით საპროტესტო აქციების მოწყობაში

პოლონეთმა გააძევა 11 პირი, რომლებიც რუსეთის ფულის მეშვეობით ატარებდნენ საპროტესტო აქციებს, 2029 წლის 29 ივნისი

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ 29 ივნისს გაავრცელა ცნობა უკრაინის ცხრა და ბელარუსის ორი მოქალაქის დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ, ეჭვით, რომ ისინი რუსეთის დაფინანსებით აწყობდნენ საპროტესტო აქციებს.

გავრცელებული ცნობით, ეს პირები 2025 წლის შემოდგომიდან აწარმოებდნენ უკრაინელი ლტოლვილების გადაბირებას, უკრაინის ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობისთვის. საამისოდ ისინი იყენებდნენ რეზონანსულ საკითხებს, მათ შორის უკრაინის კორუფციულ სკანდალებს. ამ სამუშაოსთვის დაფინანსება მოდიოდა რუსეთიდან და თავად დეპორტირებულებს კავშირები ჰქონდათ რუსეთის და ბელარუსის სტრუქტურებთან.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ორგანიზატორები ცდილობდნენ ლტოლვილთა გამოყენებას საზოგადოებაში დაძაბულობის გასაზრდელად და ხელისუფლების მიმართ ნდობისათვის ძირის გამოსათხრელად.

რუსეთს ჯერჯერობით ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუვრცელებია.