1 ივლისს გამართულ სხდომაზე უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და ხმათა უმრავლესობით სრულად მიიღო.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლება ესკალაციის ახალ ეტაპზე გადავიდა.
უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა 1 ივლისს, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ ვერხოვნა რადამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა უკრაინელი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად და სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ხსოვნის საერთო ეროვნული ადგილი, რომელიც იქნება თავისი გმირებისადმი უკრაინელი ხალხის პატივისცემის და მადლიერების სიმბოლო.
- უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს 28 ივნისს წარუდგინა კანონპროექტი ეროვნული პანთეონის შესახებ.
- როგორც ზელენსკიმ განაცხადა, გაერთიანდება და ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება სახელები იმ გმირების, რომლებიც სხვადასხვა საუკუნესა და ეპოქაში უკრაინისთვის იბრძოდნენ და უკრაინელებს ვერავინ ვერასდროს მიუთითებს, როგორ უნდა იცხოვრონ, რა ილაპარაკონ, ვინ უყვარდეთ, ვისი მადლიერი უნდა იყვნენ და რომელ გმირებს მიაგონ პატივი.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: ვერავინ ვერასდროს მიგვითითებს, რომელ გმირებს უნდა ვცეთ პატივირა უძღოდა წინ კანონპროექტის წარდგენას
19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა ორდენი „თეთრი არწივი“, რომლითაც ზელენსკი 2023 წელს დააჯილდოვა პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.
ნავროცკიმ ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევა ახსნა მისი თანხმობით, უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის მიენიჭებინათ „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი.
უკრაინელი ნაციონალისტების ამ პარტიზანულ ფორმირებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში მოქმედებდა, პოლონეთი ადანაშაულებს ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში პოლონელების მასობრივ მკვლელობაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ჩამორთმეული ორდენი პოლონეთის პრეზიდენტს ფოსტით გაუგზავნა. ზელენსკი აღარ გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობდა.
ასევე ნახეთ
„უკრაინა ბანდერათი ევროკავშირში ვერ შევა“ - პოლონეთის თავდაცვის მინისტრიპოლონეთის რეაქცია
29 ივნისს პოლონურმა გამოცემა Onet-მა მთავრობის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვარშავაში ადრეც იცოდნენ პანთეონის შექმნის შესახებ ზელენსკის განზრახვა, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ვითარების კიდევ უფრო გამწვავების ნაცვლად ურთიერთობების მოგვარებას დაიწყებდა.
იმავე დღეს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ტელეარხ Polsat News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ უკრაინა უარს არ იტყვის ნაციონალისტური მოძრაობებისა და ნაციონალისტი ლიდერებისთვის პატივის მიგებაზე, პოლონეთი არ დასთანხმდება ევროკავშირში უკრაინის მიღებას.
1 ივლისს პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის ოფისმა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ესკალაციის მორიგი ეტაპი უწოდა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ეროვნული პანთეონის კანონპროექტის ინიციირებას. ნავროცკის ოფისის თანახმად, ეს აჩვენებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი სწორი იყო, როცა ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევა გადაწყვიტა.