ინციდენტი 4 ივლისს, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრუკლინის უბანში, უესტ 31-ე ქუჩაზე, დაახლოებით 22:37 საათზე მომხდარი სროლის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, იტყობინება პოლიცია ABC News-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში.
საინფორმაციო გამოცემის ცნობით, დაშავებულთა შორის ორი კაცი, ორი ქალი და ოთხი 14, 12, 7 და 6 წლის ბავშვია.
პოლიციის თანახმად, რომ ყველა დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შვიდი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო 21 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.
ABC-ის ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ
ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი ნახა, თუმცა არავინ დაუკავებია.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ არ უპასუხა Reuters-ის მოთხოვნას კომენტარის შესახებ.
4 ივლისს - შაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი აღინიშნა - 1776 წლის ამ დღეს მოხდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის რატიფიცირება კონტინენტური კონგრესის მიერ ფილადელფიაში.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 ივლისს, აშშ-ის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში, National Mall-ზე.