დააკავეს ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი

6 ივლისს, გაგიკ წარუკიანის დაკავებამდე სამართალდამცავებმა მისი სახლი და კომპანიები გაჩხრიკეს

სომხეთში დააკავეს ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, ბიზსნესმენი გაგიკ წარუკიანი.

დაკავებამდე, 6 ივლისს სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს წარუკიანის სახლი და კომპანიები.

ადვოკატ ერემ სარგსიანის თანახმად, წარუკიანს ბრალად ედება თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დახმარება, რაც „სასაცილო და აბსურდული ბრალდებაა“.

ასევე ნახეთ

„გავანადგურებ რობს, კალუგელ კაცს, სერჟს და გაგოს“ - ფაშინიანი ოპოზიციონერებზე მოქალაქესთან დაპირისპირებისას

ადვოკატის განცხადებით, საქმე ეხება სომხეთ-ირანის სავაჭრო პალატას, რომლის შექმნასაც ხელი წარუკიანმა შეუწყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით, თუმცა პალატის საქმიანობაში ჩართულმა ირანის ზოგიერთმა მოქალაქემ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

ადვოკატის მტკიცებით, გაგიკ წარუკიანს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

წარუკიანი სასამართლოს წინაშე წარდგება. ბრალდების მხარე აღკვეთის ზომად პატიმრობას ითხოვს.

ასევე ნახეთ

სომხეთში ოპოზიციონერ გაგიკ წარუკიანის კაზინოს ლიცენზია გაუუქმეს
  • 9 ივნისს სომხეთის პროკურატურამ გაგიკ წარუკიანს წარუდგინა ბრალი დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდების მუხლით.
  • 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წარუკიანის პრორუსულად მიჩნეულმა პარტიამ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.