გიორგი ბახუაშვილი, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ბახუაშვილმა ეს თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა, ხელს "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
შს მინისტრის მეექვსე მოადგილედ ბახუაშვილის დანიშვნის შესახებ ცნობა სამინისტრომ 10 ივნისს გაავრცელა.
ასევე ნახეთ
პირადი მცველი - ივანიშვილის დაცვიდან შს მინისტრის მოადგილედგიორგი ბახუაშვილს აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და დაცვის პოლიციაში.