შაბათს, 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანასთან ახლოს, მდინარე ქსანში 18 წლის ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა „ქართლი ამბებმა“ (qartli.ge) გამოაქვეყნა.
გამოცემა დაუსახელებლ ადგილობრივ მხხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული ახალგაზრდა კაცი ამ სოფელში სტუმრად იყო.
გამოცემის ცნობითვე, ადგილობრივთა ვარაუდით, ბიჭის დაღუპვის მიზეზი „მდინარის კალაპოტისა და ეკოსისტემის ... დაზიანება გახდა“.
ამასთან „ტვ პირველი“ წერს, რომ:
- „სავარაუდოდ, მას ეგონა, რომ წყალი მუხლამდე იყო, თუმცა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო“;
- აღნიშნული ორმო კი „მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად“ იყო წარმოქმნილი.
შსს-ის პრესცენტრში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ეს სტანდარტული მუხლია, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს - სხვა გარემოებების გამოკვეთამდე, ხშირად სწორედ ამ მუხლით იწყება გარდაცვალების შემდეგ გამოძიება.