გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, გაიყვანოს 7,5 კმ სიგრძის ხაზი, მოაწყოს 11 გაჩერება და დეპო. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის შემადგენლობების შეძენა.
პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დიდუბემდე უნდა გაიყვანონ.
ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულებაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 416,6 მილიონ ლარად განსაზღვრა, ოთხი კომპანია მონაწილეობდა:
- DOGUS INSAAT VE TICARET A.S. - 412 628 931 ლარი;
- Wuhan Municipal Construction Group co.,Ltd. - 397 470 472 ლარი;
- YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ - 332 449 164 ლარი;
- EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi - 287 654 321 ლარი.
თურქული კომპანიის გამარჯვების შესახებ მიღებული დოკუმენტი ამ დროისთვის [15 ივლისი, 11:55 სთ] ატვირთული არ არის შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
თბილისში ტრამვაის დაბრუნება დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ამის შესახებ მან თვითმმართველობის არჩევნებამდე 1,5 თვით ადრე ისაუბრა.
ასევე ნახეთ
არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე კალაძე ტრამვაის ხაზის გაკეთების პირობას დებსტრამვაის დაბრუნებამდე კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქის მერი უკვე მესამე ვადითაა, ისაუბრა მიწისზედა მეტროზე, რომელსაც სამგორი ლილოს დასახლებასთან და აეროპორტთან უნდა დაეკავშირებინა. 2018 წლის ეს დაპირება არ შესრულებულა.
გარდა ამისა, იყო სხვა დაპირებებიც:
- მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრსა“ და „მარჯანიშვილზე“ მეორე ამოსასვლელების მოწყობა - არც ეს დაპირება არ შესრულებულა;
- რამდენიმე წელია მიმდინარეობს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია - სამუშაოების დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია;
- თბილისის მერიას უკვე გადაეცა 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები, თუმცა ავტობაზის მშენებლობა, რომლითაც ეს ტრანსპორტი ხაზებზე უნდა გავიდეს, ჯერ არ დასრულებულა - ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.