16 ივლისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.
სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის მიერ სოციალური ქსელებით დილის ექვსი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, „ენგელსში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ადგილზე მუშაობს ყველა ოპერატიული სამსახური. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან“.
მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ენგელსის სამხედრო აეროდრომზე, რაც დასტურდება ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზით.
ASTRA-ს ცნობით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს, რომელიც სამხედრო აეროდრომის ასაფრენი ზოლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.
ასევე ნახეთ
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ენგელსის აეროდრომზე დარტყმით რუსეთს 96 რაკეტა გაუნადგურეს- ენგელსის საავიაციო ბაზაზე, საიდანაც რუსეთის არმია უკრაინას რაკეტებით ხშირად უტევს, დისლოცირებულია „ტუ-ს" ტიპის ბომბდამშენები და განთავსებულია მართვადი ავიაბომბების და ფრთოსანი რაკეტების საწყობები.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ენგელსის აეროდრომს პირველად 2022 წლის დეკემბერში დაარტყეს. რამდენიმე შეტევა იყო 2025 წელს.
- ქალაქ ენგელსში ნავთობის დიდი საცავიცაა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს.