ირანის სააგენტოების ცნობით, აშშ-მა კუნძულ ყეშმს დაარტყა, ირანი საპასუხოდ აშშ-ს მოკავშირეებს ესხმის თავს სპარსეთის ყურეში

(საილუსტრაციო ფოტო)

ირანის საინფორმაციო სააგენტოებმა 16 ივლისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა სპარსეთის ყურის კუნძულ ყეშმზე, ჰორმუზის სრუტის მახლობლად, საჰაერო დარტყმები განახორციელა, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის საომარი მოქმედებები განახლდა.

საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება „ამერიკული სარაკეტო დარტყმის შესახებ ყეშმის მიმდებარე ტერიტორიაზე“, ხოლო საინფორმაციო სააგენტო „თასნიმის“ კორესპონდენტმა დაადასტურა ცნობა. ეშმი სპარსეთის ყურის უდიდესი კუნძულიტა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი აქვს.
შუამავლის, პაკისტანის მოწოდების მიუხედავად, მოლაპარაკებების განახლების შესახებ საომარი დაპირისპირება გაგრძელდა.

განახლებული საომარი მოქმედებები ერთი თვის შემდეგ დაიწყო წინასწარი შეთანხმების ხელმოწერიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტის დასრულებას. კონფლიქტი თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-სა და ისრაელის მასშტაბური დარტყმებით დაიწყო.

ხუთშაბათს, თეირანმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეასრულებს მუქარას ირანში ელექტროსადგურებსა და ხიდებზე თავდასხმის შესახებ, ის მთელი რეგიონის ინფრასტრუქტურაზე მიიტანს იერიშს.

ეს მოჰყვა ორ ქვეყანას შორის ერთმანეთზე ახალ დარტყმებს, რის შემდეგაც, ირანის “რევოლუციური გვარდიის გუშაგებმა” განაცხადა, რომ მან ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა იორდანიაში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზას, როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ისლამურ რესპუბლიკაში ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს სიახლოვეს ამერიკული თავდასხმის საპასუხოდ .

სახელმწიფო მედიის ცნობით, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე აჰვაზის საავადმყოფო ევაკუირებული იქნა აშშ-ის საჰაერო დარტყმების შემდეგ, ხოლო პაციენტები სხვა სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაეილ ბაქაეიმ თავდასხმას „ბარბაროსული“ უწოდა.

აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანის სამხედრო სამიზნეები რამდენიმე ადგილას, მათ შორის ბანდარ-აბასის სანაპირო ზოლში, დაბომბეს, რათა „დააქვეითონ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს“ ჰორმუზის სრუტეში.

CENTCOM-მა დასძინა, რომ ადრე განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო სანაპირო თავდაცვისა და ფრთოსანი რაკეტების განლაგების ობიექტები სპარსეთის ყურეში, დიდი თუნბის კუნძულზე.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ჭურვი ჩრდილოეთში მდებარე სემნანის აეროპორტის ნაწილს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ქვეყნის სხვა ადგილებში, მათ შორის დასავლეთში მდებარე ლორესთანში, ხოლო თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.

მალევე, აშშ-ის მოკავშირეებმა სპარსეთის ყურეში თავდასხმებზე რეაგირება დაიწყეს, ქუვეითმა განაცხადა, რომ მან ირანული დრონები გადაიტაცა, ხოლო ბაჰრეინმა საჰაერო თავდასხმის საგანგაშო სისტემა აამოქმედა.

ჰორმუზის სრუტე ბოლო დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში იყო. სრუტე მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის გატანისთვის უმნიშვნელოვანესი გზაა.
ირანმა ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და თვეების განმავლობაში მას მტრების წინააღმდეგ ზეწოლის ბერკეტად იყენებდა.

ის ივნისში, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების შემდეგ, დროებით ხელახლა გაიხსნა, თუმცა თეირანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის კვლავ დაიხურება „სანამ აშშ არ დაასრულებს თავის აგრესიას“.

შეერთებულმა შტატებმა ასევე განაახლა ირანის ნავსადგურების ბლოკადა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ტაჰირ ანდრაბიმ, განაცხადა, რომ ისლამაბადი „განაგრძობს ყველა მხარის წახალისებას ძალადობის დასრულებისა და ტექნიკური დონის მოლაპარაკებების განახლებისთვის“ იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომლის შუამავლობასაც ისლამაბადი ხელს უწყობდა გასულ თვეში.

თუმცა, ირანის მთავარმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებაზე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა, გაფრთხილება გამოთქვა, რომ შეთანხმებას „მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც მისი პუნქტები ძალაშია და სრულდება“.

„თუ ირანი ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს ურთიერთგაგების მემორანდუმიდან, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, დავიცვათ იგი“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

ტრამპი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა


ტრამპმა დაიმუქრა, რომ დაარტყამს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაბრუნდება.

„მომავალი კვირა მათთვის ძალიან ცუდი იქნება“, - განუცხადა მან Fox News-ს.

ხუთშაბათს, ირანის სამხედრო შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ აშშ თავის მუქარას შეასრულებს, „რეგიონის ყველა ინფრასტრუქტურა“ ირანის შეიარაღებული ძალების „ფოლადის დარტყმებით განადგურდება“.

გასული კვირიდან მოყოლებული, აშშ-ის განახლებულმა თავდასხმებმა ირანში სულ მცირე, 30 ადამიანი იმსხვერპლა, განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა ფათემე მოჰაჯერანიმ.

ასევე ნახეთ

ირანი ჰუთებს წითელი ზღვის კარიბჭის დახურვას ურჩევს, თუ აშშ ელექტრომომარაგების ქსელს დაარტყამს