„შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ, როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მათ ხელი მოაწერეს „ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს“. მისი შეფასებით, ეს ვიზიტი „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში“.
სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი“:
„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, გავაფართოოთ ასევე ჩვენი თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს... მადლიერებას გამოვხატავ ბატონი პრემიერ-მინისტრის მიმართ. ჩვენ გვიხარია, რომ ფართოვდება მექანიზმები თანამშრომლობისა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაეროსთან“, - თქვა თურქმენეთის პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული სინქრონული თარგმანის მიხედვით.
სერდარ ბერდიმუჰამედოვი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს დედაქალაქში გუშინ, 16 ივლისს, ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას - მიხეილ ყაველაშვილს.
ასევე ნახეთ
თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფებაბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებთან შემცირდა. ბოლო ვიზიტები კობახიძეს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში ჰქონდა. გასულ წელს ის სამჯერ ჩავიდა თურქმენეთში.