იტალიაში 250 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინს მიაგნეს ბანანის კონტეინერში

საილუსტრაციო ფოტო

იტალიის პოლიციამ 21 ივლისს განაცხადა, რომ იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნავსადგურში მიაკვლიეს სუფთა კოკაინს, რომლის ღირებულება “შავ ბაზარზე” დაახლოებით 250 მილიონი ევროა (286 მილიონი აშშ დოლარი).

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვადო ლიგურეს ნავსადგურში ეკვადორიდან ჩასულ მაცივარ კონტეინერში ბანანის ათობით პალეტთან ერთად, დაახლოებით 770 კილოგრამი კოკაინი იყო დამალული.

იმავე პორტში ნარკოტიკების წინა ამოღების შემდეგ, ხელისუფლებამ გააძლიერა ვადო ლიგურეს, როგორც საერთაშორისო ტრეფიკინგის პოტენციური სატრანზიტო პუნქტის, კონტროლი.

გამომძიებლების თქმით, პორტი, როგორც მზარდი ევროპული სავაჭრო ცენტრი, მიმზიდველი სამიზნე ხდება უკანონო საქმიანობაში ჩართული კრიმინალური დაჯგუფებებისთვის.

ამ თვის დასაწყისში პოლიციამ იმავე ნავსადგურში ამოიღო 340 კილოგრამი კოკაინი, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ევროა (137 მილიონი დოლარი).

ასევე ნახეთ

შსს: ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში 52 კგ კოკაინია აღმოჩენილი