ზაპოროჟიეზე რუსული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიეზე თავდასხმის შემდეგ. 21 ივლისი, 2026 წელი

21 ივლისს რუსეთის არმიამ ავიაიერიშები მიიტანა უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ზაპოროჟიეზე.

აფეთქების შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათეულზე მეტი დაშავდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, რუსეთმა კვლავ გამოიყენა მართვადი ბომბები. ზაპოროჟიეს გარდა ერთი ადამიანი დაიღუპა ხერსონში - კიდევ რამდენიმე დაშავდა.

ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა, მიეღო რუსეთის წინააღმდეგ 21-ე სანქციების პაკეტი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან იარაღით უკრაინის სწრაფად მომარაგება.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში თითქმის 1400 ადამიანი დაიღუპა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 პროცენტით მეტია.

ასევე ნახეთ

ზელენსკის არჩევანი - რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის სამთავრობო ცვლილებების შესახებ?