რუსეთი მზად არის უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად დაიპყრობს დონეცკის ოლქს. ამას კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს სააგენტო Bloomberg-ი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტი პუტინი დაარწმუნა, რომ უკრაინის ამ რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებას 2026 წლის ბოლომდე შეძლებენ.
Bloomberg-ის კიდევ ერთი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროს თანახმად, ბევრი სამხედრო ამ ვადას არარეალისტურად მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ დონეცკის ოლქის სრულად დაპყრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2027 წელს.
ასევე ნახეთ
როგორ ჩაქრა დონბასი: უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თანამგზავრულ ფოტოებზე ადრე და ახლაBloomberg-ის წყაროთა ცნობითვე, პუტინი აპირებს არა მხოლოდ დონბასზე სრული კონტროლის მოპოვებას, არამედ უკრაინის სუმის და ხარკოვის ოლქებში დაპყრობილი ტერიტორიების რუსეთის კონტროლქვეშ დატოვებას, როგორც ე.წ. ბუფერული ზონების.
რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობის იდეაზე, რადგან კრემლში მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა პრეზიდენტებს, ტრამპს და პუტინს შორის 2025 წლის აგვისტოში, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ არაფორმალურ შეთანხმებაზე.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ანკორიჯში მხოლოდ წინადადებები გამოითქვა და არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმირებული წყაროების თანახმად, აშშ-ის წინადადება იყო ომის შეწყვეტა დონბასზე რუსეთის სრული კონტროლის სანაცვლოდ. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
ასევე ნახეთ
"ანკორიჯის აორთქლებული სულისკვეთება" - რას ელოდა და რას იღებს რუსეთის პრეზიდენტი- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
- იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.