აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსები იკვლევენ, დაეხმარა თუ არა რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) ობიექტებზე დარტყმებში მათ შესახებ ინფორმაციის ან უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემით. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთმა გარკვეული როლი შეასრულა, თუმცა ჯერჯერობით არ გამოუტანია საბოლოო დასკვნა თავდასხმებთან რუსეთის კავშირის შესახებ.
- 2026 წლის მარტში ირანმა დრონებით შეუტია CIA-ს სულ მცირე ორ ობიექტს - საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე და ერაყის აღმოსავლეთში.
- Reuters-ის წყაროთა თანახმად, იყო სხვა შეტევებიც, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერ-რიადში ამერიკული დაზვერვის ობიექტზე შეტევა იყო ირანული „შაჰედების“ რუსეთის მიერ მოდიფიცირებული ვერსიის უპილოტო საფრენი აპარატებით. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსეთი ირანს ნავიგაციის თანამგზავრული სისტემით „კომეტა-მ“ დაეხმარა „შაჰედ 136“ ტიპის დრონების სიზუსტის გაზრდაში. ეს სისტემა უფრო რთულად ჩასახშობია, ვიდრე ირანის მიერ შემუშავებული სისტემა.
ასევე ნახეთ
რას მიაღწია რუსეთმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომითპირველი ცნობები, რომ რუსეთი თეირანს აწვდის სადაზვერვო მონაცემებს ამერიკულ ძალებსა და ობიექტებზე დარტყმებისთვის, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან(2026 წლის 28 თებერვალი) ერთ კვირაში გავრცელდა. რუსეთი ამას უარყოფს.