თბილისსა და საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„თელმიკოს“ ცხელი ხაზის ინფორმაციით, „თბილისში დაფიქსირიდა სისტემური გამორთვა. ელექტროენერგია აღდგება გამორთვიდან ერთ საათში“.
ელექტროენერგია დაახლოებით დილის 8 საათისთვის გაითიშა.
სისტემური გათიშვის მიზეზი უცნობია.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ არ მუშაობს მეტროც. ასევე გაჩერებულია საქართველოს რკინიგზა.
მთელ საქართველოში ელექტროენერგია გაიშითა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.