არქიტექტორი ნატალია ნებიერიძე, კოლეგებთან ერთად, უკვე წლებია სწავლობს თბილისში არსებულ ინდუსტრიულ შენობებს. აფასებენ მათ ღირებულებას და ცდილობენ დაინახონ ამ ნაგებობების თანამედროვე მომავალი.
სილო, 1930 წელს აშენებული წისქვილკომბინატი, ერთ-ერთია, იმ ნაგებობებს შორის, რომელიც ვერ აცდა დღევანდელი თბილისის „დეველოპერულ“ განვითარებას და რომლის ნგრევაც უკვე დაწყებულია.
მეხსიერება, რომელსაც ქალაქი ვერ ინახავს და წარმავალი ნატურები, რომლებიც თბილისის ერთ-ერთი ისტორიული სახე შეიძლება ყოფილიყო.