„ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის“, - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ „სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება ჩვენს საერთო ფასეულობად“.
მისი სიტყვებით, ჩინეთი „სანიმუშო ქვეყანაა“ - „მშვიდობიანი ზესახელმწიფოა“, რომელიც „საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია“.
ასევე ნახეთ
„ჩინეთის გამოცდილება მნიშვნელოვანია“ - ჩინეთის ეთნიკური პოლიტიკის კომისია თბილისში4-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას, ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს, მთავრობასა და პარლამენტს:
„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე“.
ჭოუ ციენის ელჩობის პერიოდში საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, ასევე შესაძლებელი გახდა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა.
ასევე ნახეთ
კობახიძემ ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითად დაასახელაჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება - ფონი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩინეთთან ურთიერთობები ბოლო წლებში გააღრმავა. ამავე პერიოდში საქართველოს აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯებმა ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერა.
ამავდროულად, 2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა მაშინ, როცა საქართველოს დედაქალაქში პოლიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციას შლიდა.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერები დადებით სიგნალებზე საუბრობენ.