ტაილანდური მედიის ცნობით, სოლო საქართველოში მარტო მოგზაურობდა.
მისი ძმა, რომელიც სოციალურ ქსელში კლიოსე მოსის (Klose Mos) სახელით აქვეყნებს პოსტს, წერს, რომ ოჯახმა ჰლუნთან დაკავშირება დაახლოებით ორი კვირის წინ ვეღარ შეძლო ვერც ტელეფონით და ვერ ონლაინარხების საშუალებით.
ოჯახის ინფორმაციით, ჰლუნ სოლო საქართველოში მარტო ჩავიდა მოგზაურობის შესახებ იუტუბვიდეოს გადასაღებად.
"ოჯახიდან ვერავინ ახერხებს მასთან დაკავშირებას. არც ტელეფონით და არც ინტერნეტის საშუალებით. ყველა უკიდურესად შეშფოთებულია,“ - წერს მისი ძმა.
ჰლუნ სოლოს ძმა საქართველოში მყოფ ტაილანდის მოქალაქეებსა და მოგზაურებს, მიმართავს თხოვნით შეატყობინონ, ნებისმიერი ინფორმაცია მის ძმასთან დაკავშირებით.
ოჯახი არ აკონკრეტებს, საქართველოში სოლოს მოგზაურობის მარშრუტს ასევე იმას, თუ რა ვითარებაში დაკარგეს მასთან კონტაქტი.
მისივე თქმით, დახმარებისთვის დახმარებისთვის ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს მიმართეს.
რადიო თავისუფლება ტაილანდის მოქალაქესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან მიღებული ინფორმაციით მასალა განახლდება.
ჰლუნ სოლო სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ქვეყანაში თავისი მოგზაურობის შესახებ ვიდეოებს აქვეყნებს. მას იუტუბის არხზე მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
ცოტა ხნის წინ ოჯახმა იუტუბის არხზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჰლუნ სოლოს ბებია იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილიშვილი მალე გამოჩნდება და დაბრუნდება.