რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, 27 წლის მოგზაური, იუტუბერი Hlun Solo თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, დაახლოებით ორი კვირის წინ ნახეს გარდაცვლილი.
ოჯახი მოგზაურის ძებნაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვდა. მათი ინფორმაციით, საქართველოში სამოგზაუროდ მყოფთან კავშირი 13 ივლისს დაკარგეს.
ოჯახის ცნობით, ბავორნტატ პენგსუკი საქართველოში მარტო მოგზაურობდა. ვიდეოს გადასაღებად
რამდენიმე საათის წინ ტაილანდურმა მედიამ გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომ დიპლომატიური მისიები ქართველ სამართალდამცავებთან და ტაილანდელ მოხალისეებთან ერთად მუშაობენ 27 წლის ბავორნტატ პენგსუკის ადგილმდებარეობის დასადგენად.
ასევე ნახეთ
ოჯახი ითხოვს საქართველოში ტაილანდელი მოგზაურის პოვნაში დახმარებასრადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. იმის შესახებ ეცნობა თუ არა ტაილანდის მხარეს მომხდარის შესახებ.