რუსეთის ჯარებმა დაარტყეს კიევს, ლვოვს, ხარკოვს

საჰაერო განგაშის დროს კიეველები თავს აფარებენ მეტროს. 2026 წლის 30 ივლისი

რუსეთის ჯარებმა 29-დან 30 ივლისის ღამით რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

სამხედრო ადმინისტრაციების მიერ სოციალური ქსელებით 30 ივლისს გამთენიისას გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო შეტევის შედეგად კიევში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ხანძარმა მოიცვა არასაცხოვრებელი შენობა. ქალაქ ლვოვში დაშავდა სულ მცირე ოთხი ადამიანი. დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლი. ხარკოვში დრონებით შეტევა იყო სამრეწველო ზონაზე.

რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი ლვოვში. 2026 წლის 30 ივლისი

  • 29 ივლისს ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთისგან მორიგი მასირებული დარტყმაა მოსალოდნელი და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს და თავშესაფრებში გადავიდნენ.
  • რუსეთის მასირებულ შეტევას წინ უძღოდა უკრაინული დრონებით შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რიაზანის და პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

განახლება: 30 ივლისს დილით ცნობილი გახდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის რაიონშიც, სადაც სახლების ნგრევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და რვა დაიჭრა. 30-მდე გაიზარდა ლვოვში დაშავებულთა რიცხვი.

ასევე ნახეთ

უკრაინული დრონებით რუსულ Wildberries-ზე მორიგი შეტევა იყო, ამჯერად პენზასა და უდმურტეთში