ორი წყაროს ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგთან ახლოს ღამით განხორციელებული თავდასხმისას, რომლის შედეგადაც ერთი ოჯახი დაიღუპა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იქნა გამოყენებული.
თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება თითქმის ერთი წლის განმავლობაში ასეთი იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, რუსეთმა ადრეც დაუშინა ჩრდილოეთ კორეის რაკეტები სამიზნეებს უკრაინაში, მაგრამ მათი გამოყენება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიუთითებს, რომ მოსკოვს აქვს იარაღის ახალი ტიპი, რომლის გამოყენებაც შეუძლია ახლა, როცა უკრაინაზე სარაკეტო იერიშებს აძლიერებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდ განჟას ინფორმაციით, 30 ივლისს სარაკეტო შეტევის შედეგად კრივოი-როგის რაიონში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 6 წლის გოგო და 11 და 17 წლის ბიჭები და დაიჭრა 8, რომელთაგან ერთის, 84 წლის ქალის, მდგომარეობა მძიმეა. ამავე ოლქის ნიკოპოლის რაიონში რუსული დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევისას, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებდნენ, ნატოს და ევროკავშირის წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა საჰაერო ობიექტი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, აღმოსავლეთ პოლონეთში ღამით ჩამოვარდნილი ობიექტი, როგორც ჩანს, რუსული რაკეტაა.