„ჩვენ გვჭირდება ბევრი ემიგრანტის ხელმოწერა პეტიციაზე „ემიგრანტის ხმა“, რათა ჩვენ საბოლოო ჯამში პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სარჩელით დავამტკიცოთ, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა და მათი საარჩევნო უფლება არის მნიშვნელოვანი და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში“, - თქვა მან.
2025 წლის დეკემბერში სადავო პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
ასევე ნახეთ
კიდევ რა შეიზღუდება ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის გარდა? - საარჩევნო კოდექსის 95-ე ცვლილებარა ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ უბნების გახსნას ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ითხოვდა. იმ მომენტისთვის, ცესკოს ოფიციალური სტატისტიკით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 95 834-ს.
ასევე ნახეთ
ემიგრანტების პასუხი "ოცნებას" - როცა გითხრეს, რომ არ იცი რა ხდება შენს ქვეყანაშიამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ბერლინში; ესპანეთის სამეფოში - ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში - რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში - ათენსა და სალონიკიში; საფრანგეთის რესპუბლიკაში - პარიზში.
საერთო ჯამში, 2024 წელს 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მაგალითად:
- აშშ-ში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%.
- დიდ ბრიტანეთში - 11.5%
- გერმანიაში 5.3 %
- საბერძნეთში 22.2%
- საფრანგეთში - 10.7%
და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის:
- თურქეთში - 44%
- აზერბაიჯანში - 89.5%
- სომხეთში - 59.7%
.
ასევე ნახეთ
60 უბანი საზღვარგარეთ - რომელ ქალაქებში შეძლებენ ხმის მიცემას ემიგრანტებიმანამდე არსებული საარჩევნო კოდექსით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნებოდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემიგრანტები საარჩევნო უბნებსა და საცხოვრებელ ადგილებს შორის დიდ მანძილებზე მიანიშნებდნენ და მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, საარჩევნო უბნები სხვა ქალაქებშიც გაეხსნა.
ცესკომ საარჩევნო უბნები გახსნა იქ, სადაც ან საკონსულო იყო, ან საელჩო. საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავდა, რომ ეს კანონის მოთხოვნა იყო და, მაგალითად, შტუტგარტისგან განსხვავებით, სტრასბურგში უბანი იმიტომ ვერ გაიხსნებოდა, რომ იქ საკონსულო არ არის.
საბოლოოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭისყრის დღეს, ფოტო და ვიდეომასალების დახმარებით ყველამ იხილა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ემიგრანტების რიგები. მაგალითად, ხმის მისაცემად საათობით იდგნენ რიგში აშშ-ში გახსნილ უბნებთან.