თავდასხმის შედეგად დაიღუპა 61 წლის კაცი, დაიჭრა შვიდი პირი, მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია. დაზიანდა 13 ავტომანქანა. საწყობის დაზიანების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
Rozetka-ის თანამფლობელი, ირინა ჩიჩოტკინა ფეისბუკით წერს, რომ დაღუპული კაცი კომპანიის თანამფლობელი იყო. დარტყმის მომენტში საწყობში განრიგით მუშაობდა 270 ადამიანი.
Rozetka უკრაინული ინტერნეტ-მაღაზია, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ის მყიდველს საქონლის დიდ სპექტრს სთავაზობს, ათასობით გამყიდველისგან.
ბოლო კვირებში უკრაინის დრონები დარტყმებს ახორციელებენ რუსეთში და ანექსირებულ ყირიმში განთავსებულ ინტერნეტ-მაღაზია Wildberries-ის საწყობებზე. შედეგად, კომპანიას და მის პარტნიორი გამყიდველებს დიდი ზარალი მიადგათ. ბოლო პერიოდში ასეთი დარტყმები იყო 31 ივლისს, ვოლგოგრადის ოლქსა და თათრეთში.
რუსეთის არმია აქტიურად უტევს კომპანია "ნოვაია პოჩტას" საწყობსა და განყოფილებებს, უწინარესად უკრაინის ფრონტისპირა არეალებში.