„ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი ჯარიმა, ვერანაირი დარბევა ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნის დეფაქტო მმართველს. რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება“, - თქვა ვახო სანაიამ გათავისუფლების შემდეგ.
22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილებით 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტს სანაიას. მოსამართლემ სამართალდარღვევად მიიჩნია „ფეისბუკში“ გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც ეწერა:
„სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.
ასევე ნახეთ
ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფეისბუკპოსტის გამოასევე ნახეთ
ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ სახლთან დააკავამანამდე, 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სხვა ფეისბუკსტატუსის გამო 6000 ლარით დააჯარიმა. სტატუსში სანაია წერდა, „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
გამოხმაურება სანაიას დაკავებაზე
გასულ კვირაში, 23 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულის“ ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრება დაგმეს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია).
ასევე ნახეთ
სენატორი შაჰინი და კონგრესმენი უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენრადიო თავისუფლებამ აშშ-ის საელჩოს შეკითხვით მიმართა 22 ივლისს, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ლადო ბოჟაძისადმი შეურაცხმყოფელი ფეისბუკპოსტის გამო 15 დღით დააპატიმრეს ჟურნალისტი ვახო სანაია.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რადიო თავისუფლებას 28 ივლისს.
ასევე ნახეთ
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამოხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მთვრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა საელჩოს გამოხმაურებას.
„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ღიად შემიძლია ეს ყველაფერი ვთქვა... მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას და, სამწუხაროდ, ეს პროცესები იყო კოორდინირებული“, - თქვა მან.