ინფორმაცია და კადრები არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა.
რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სგან ინფორმაციის მიღებას - მათ შორის, რა ბრალდებით აკავებენ ნ.ი.-ს.
ლეკიშვილის კადრებში ჩანს, რომ არასრულწლოვანის ოჯახის ბინაში პოლიციელები არიან, ანერვიულებული მშობლები კი მათ ხმამაღლა ესაუბრებიან.
„რატომ მიგყავთ ჩემი შვილი?“ - ეკითხება, სავარაუდოდ, დედა სამართალდამცავებს. პოლიცია მას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„რის საფუძველზე [აკავებთ]? რა წერია იმ განჩინებაში?!“ - ეკითხება ის პოლიციას.
„გაეცნო ადვოკატი განჩინებას“, - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.
ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინებაში „ფორმალური რაღაცები წერია, არაფერი კონკრეტული“.
ასევე ნახეთ
პატიმრობა შეეფარდა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანსამ არასრულწლოვანის დაპატიმრებას გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვს, - რადგან მას თავის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა ნ.ი.-ის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.
- მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
- 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
- ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის შეყვარებული. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
- მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.
ასევე ნახეთ
"რაც ხდება, უსამართლობაა" - ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამაგანახლება: ნ.ი. დააკავეს. დაკავების შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს.