„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ქართული მიწების ოკუპაციას და ამ პოლიტიკის ერთგულნი დავრჩებით მანამ, სანამ რუსი ოკუპანტი საქართველოს არ დატოვებს“, - წერია განცხადებაში.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ომის შედეგებზე:
„რუსულმა სამყარომ“ საქართველოს მიწაზე მოიტანა სიკვდილი, ნგრევა, უკანონობა და სიღარიბე - ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, სადაც კი მან ფეხი მოიკიდა. საქართველოს რეგიონები, რომლებსაც წარმატებული განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ, რუსმა აგრესორმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა გადააქციეს დეპრესიულ ზონად, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა“.
ასევე ნახეთ
მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - გამოხმაურებები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზერუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების - სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ასევე ნახეთ
18 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდანოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი და 220-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.