როგორ არსებობს მათ მეხსიერებაში ომი, რომლის დაწყებიდანაც წელს ზუსტად 18 წელი გავიდა? ეს წარსულში დარჩენილი და მათთვის დავიწყებული ამბავია თუ პირიქით, მოვლენა, რომელიც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია? რა ისწავლეს სკოლაში ამ ომზე და რას უყვებოდნენ მათ მშობლები? აღელვებთ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა? დღეს რა ესმით ამ ომზე?
წელს ამ თაობამ სკოლა დაამთავრა - უმრავლესობა უკვე 18 წლისაა. ამ ვიდეოში „ომის ბავშვები“ - მიშო, ელენე, ნიკა, მარიამი და კატო თავიანთ დაბადებასა და ომზე გვიყვებიან
რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
Your browser doesn’t support HTML5
ისინი აგვისტოს ომის წელს დაიბადნენ, 2008-ში. ზოგი ზუსტად ომის დღეებში, ზოგი მანამდე, ზოგიც ომის დასრულებიდან მალევე. მას მერე მათი ცხოვრება ამ თარიღს სამუდამოდ გადაეჯაჭვა და კითხვაც - ომის წელს ხარ დაბადებული? - მათი ცხოვრებიდან არასოდეს გამქრალა