ეს არის მეოთხე თაობის გენმოდულატორი (Trikafta), რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა და რომლითაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მკურნალობენ იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაავადებულ ადამიანებს, უმეტესად ბავშვებს.
პაციენტთა ოჯახები ამას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
ასევე ნახეთ
„თინეიჯერები აღარ უნდა გვიკვდებოდნენ" - ცისტური ფიბროზით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოს გულგრილობის წინააღმდეგ„კონტრაქტი დადებულია“
2026 წლის 11 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის.
სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია.
მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დანერგვისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობა გრძელდება და „ტრიკაფტას“ პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.
„დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი“, - განაცხადა მან.
- სამინისტროს ცნობით, მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.
- სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შევიდა.
რადიო თავისუფლება 2025 წლის ივლისში წერდა, რომ საქართველოში სულ 45 ადამიანია, უმეტესად ბავშვები, რომელთათვისაც ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცისტური ფიბროზით დაავადებული ბავშვების ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროს წლების განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდნენ ამ მედიკამენტის საქართველოში შემოტანას.
ასევე ნახეთ
იშვიათები - რვა ბავშვის და მათი დედების „დიაგნოსტიკური ოდისეა“შეთანხმების დეტალები, როგორც წესი, არ საჯაროვდება ხოლმე, თუმცა, ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის ქვეყნებში ამ მედიკამენტების წლიური ღირებულება 80 ათასიდან 250 ათას დოლარამდეა.
ასევე ნახეთ
„რეალისტურია, რომ სექტემბერში დაიწყოს მკურნალობა“ - დიუშენის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესაძენად ხელშეკრულება გაფორმდა- საქართველოში არსებული „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამა აერთიანებს 33 სხვადასხვა დაავადებას და მათ შორის არის ცისტური ფიბროზიც.
- ეს პროგრამა 18 წლამდე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი და პაციენტებს აქამდე უფინანსდებოდათ მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ანალიზი, ინსტრუმენტული გამოკვლევები, ასევე პრეპარატი „კრეონი“ და „პულმოზინი“ - ნახველის გამათხიერებელი.