აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრის შესახებ პლატფორმა X-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ მათი ნაცნობობა 20 წელიწადს ითვლის:
„ერთმანეთს გავუზიარეთ სასიამოვნო მოგონებები, გავიხსენეთ აზერბაიჯანისა და უკრაინის ურთიერთობების განმტკიცების ერთობლივი ძალისხმევა და გავცვალეთ მოსაზრებები ჩვენი კავშირების პერსპექტივაზე“.
ორშაბათს ბაქოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის ელჩი იური ჰუსიევი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს „ქალაქ ირპინის საპატიო მოქალაქეობის“ სერტიფიკატი გადასცა. სოციალურ ქსელში კი დაწერა:
„ეს არის ძლიერი პარტნიორობის, სოლიდარობის, მეგობრობისა და ირპინისთვის აზერბაიჯანის განუხრელი მხარდაჭერის აღიარება. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო და მადლობა აზერბაიჯანის ხალხს უკრაინის გვერდში დგომისთვის“.
ასევე ნახეთ
ბაქოს დახურული მოლაპარაკებები: ომის დასრულების მცდელობა თუ კრემლის გავლენის ოპერაცია?პრეზიდენტ ალიევისთვის ჯილდოს გადაცემამდე ერთი დღით ადრე, 16 აგვისტოს უკრაინის ელჩმა დაპოსტა, რომ მისთვის „პატივია, ბაქოში მიესალმოს უკრაინის მესამე პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს“.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2005-2010 წლებში.