განცხადების თანახმად, „ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას“, რადგან სამხედრო დაზვერვა შემსრულებლების შესახებ ინფორმაციას დოკუმენტურად აღნუსხავს.
საგანგებო პორტალზე „ომი და სანქციები“ (War and Sanctions), განყოფილებაში „ბავშვის გამტაცებლები“ (Child Kidnappers) 17 აგვისტოს გამოქვეყნდა ინფორმაცია კიდევ ათ პირსა და ორ ორგანიზაციაზე, რომლებიც მონაწილეობენ „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი ბავშვების მილიტარიზაციასა და ინდოქტრინაციაში“.
ათ პირს შორის სახელდებიან:
არტურ ორლოვი, „პირველების მოძრაობის“ თავმჯდომარე.
ის ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ ჩართულია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ბავშვების მასობრივი გატაცებების, უკანონო დეპორტაციისა და იძულებითი გადაადგილების ორგანიზებულ მექანიზმში.
ორგანიზაცია ხელს უწყობს ბავშვების „ინტეგრაციას“ რუსეთის ფედერაციის ერთიან კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცესა და სამოქალაქო-პატრიოტული აღზრდის სისტემაში, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ბავშვების ხელახალ აღზრდას და მილიტარიზაციას.
ახორციელებს ახალგაზრდების ე.წ. „სამხედრო-პატრიოტულ“ აღზრდას და რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის მომზადებას.
ორლოვი სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზასთან“ ერთად სისტემატურად აორგანიზებს ღონისძიებებს, რომლების დროსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსკოვში ექსკურსიაზე მიჰყავთ ბავშვები, რუსეთის სოციოკულტურულ სივრცეში მათი ინტეგრაციის მიზნით.
ორლოვი არის უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ვეტერანი და მინიჭებული აქვს „რუსეთის გმირის“ წოდება. რეგულარულად ატარებს შეხვედრებს „პირველების მოძრაობის“ წევრებთან, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ (СВО).
ასევე ნახეთ
მოსკოვის სასამართლომ „დაუსწრებლად დააპატიმრა" ჰააგის სასამართლოს პროკურორი და მოსამართლეებიალეკსეი ლავრენტიევი, სრულიად რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი მოძრაობა - „პირველების მოძრაობის“ რეგიონული განყოფილების საბჭოს თავმჯდომარე ხერსონის ოლქში.
მხარს უჭერს და ახორციელებს პუტინის პოლიტიკას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას, მონაწილეობს მასობრივი გატაცების, უკანონო დეპორტაციისა და იძულებით გადაადგილების ორგანიზებულ მექანიზმში.
2026 წლის ივლისში ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებასთან და „კულტურისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის სამინისტროს“ წარმომადგენლებთან ერთად იყო გამოფენის „ხერსონის ოლქის განმათავისუფლებელი გმირის“ თანაორგანიზატორი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების 20 მხატვრული ნამუშევარი, რომლებიც ასახავდნენ „ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების სიმბოლოებს“.
2026 წლის მაისში ლავრენტიევი იყო რუსეთის სამხედრო-პატრიოტული თამაშის - „ზარნიცა 2.0“-ის მუნიციპალური ეტაპის ორგანიზატორი ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ბავშვებმა პატივი უნდა სცენ რუსეთის სამხედრო ტრადიციებს.
ასევე ნახეთ
მელანია ტრამპი: უკრაინიდან ომის დროს გაყვანილი რამდენიმე ბავშვი პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდამარინა ცვეტინსკაია, „პირველების მოძრაობის“ რეგიონული განყოფილების საბჭოს თავმჯდომარე.
რუიალ ალიევი, „პირველების მოძრაობის“ ლუჰანსკის ოლქის რეგიონული განყოფილების საბჭოს თავმჯდომარე.
ეკატერინა კოზირი, ტელერადიო კომპანია „კრიმის“ დირექტორი
ვიქტორია კოსტრომინა, „პირველების მოძრაობის“ ზაპოროჟიეს ოლქის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი
2025 წლის დეკემბერში მონაწილეობდა „რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში, რომლის დროსაც რუსეთის პასპორტები გადასცა ზაპოროჟიელ ახალგაზრდებს. მან განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობას უნდა ახსოვდეს „რუსეთის ფედერაციასთან შეერთების“ ისტორია.
სვეტლანა ბესპალოვა, ყირიმის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა ე.წ. მინისტრის მოადგილე
2022 წლიდან უკავია ეს თანამდებობა და უშუალოდ მონაწილეობს აგრესორი-სახელმწიფოს პოლიტიკის რეალიზებაში განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობასთან მუშაობისა და არასრულწლოვანთა აღზრდის სფეროებში.
2023 წლის 16 ოქტომბერს ყირიმის დასახლება ნიჟეგორსკში საბავშვო ბაღ „როსინკაში“ ჩატარდა ე.წ. „ხსოვნის კედლის“ გახსნის საზეიმო ცერემონია. ღონისძიებაში ჩართეს სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელები, რომლებსაც ეკავათ წითელი ლენტი, როგორც ე.წ. „СВО-ს გმირებისთვის“ პატივის მისაგებად.
2026 წლის აპრილში „ჩვენი მხარის ისტორიის“ კურსის საგანმანათლებლო მასალის მომზადების შესახებ თათბირზე განაცხადა, რომ მათი შინაარსი უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის ტრადიციულ სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს.
ნიკიტა პოლიაკოვი, „იუნარმიის“ რეგიონული განყოფილების შტაბის უფროსი ხერსონის ოლქში.
2026 წლის აპრილში რუსეთის ეროვნული გვარდიის ოფიცრებთან ერთად ადგილობრივი სკოლა-ინტერნატის „რუსეთის ეროვნული გვარდიის სამეურვეო კლასის“ მოსწავლეთა „იუნარმიაში“ გაწევრიანების ფიცი.
ასევე ნახეთ
„სხვისი შვილები" - როგორ იბრძვის უკრაინა ხერსონიდან გატაცებული ბავშვების დაბრუნებისთვისდმიტრი პრივიდენი, დროებით ოკუპირებული სიმფეროპოლის მე-5 სკოლის ე.წ. დირექტორი.
სკოლის ბაზაზე რეგულარულად ტარდება ბავშვების ხელახალი აღზრდისა და მილიტარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები, რუსეთის ფედერაციის თითქოსდა „სამშვიდობო და ჰუმანიტარულ“ მიზნებზე.
ის რეგულარულად სტუმრობს უკრაინაში რუსეთის არმიის საბრძოლო პოზიციებს და გადასცემს მათ დახმარებას სკოლის სახელით. მაგალითად, 2026 წლის 23 ივნისს მან რუს სამხედროებს სკოლის სახელით გადასცა დიზელის გენერატორი.
გარდა ამისა, პრივიდენი საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგულარულად აწყობს „სამხედრო პატრიოტულ ხაზებს“.
ეკატერინა პოპოვა, „მარიუპოლის მრავალპროფილური ტექნიკუმის“ აღმზრდელობითი მიმართულების დირექტორი
ის ტექნიკუმის მოსწავლეებს რთავს რუსეთის რეჟიმისა და ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდამჭერ „პატრიოტულ-აღმზრდელობით“ ღონისძიებებში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პოლიტიკის მხარდაჭერასა და განხორციელებაში ამხილა კიდევ ორი ორგანიზაცია: თათრეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული ცენტრი „სელეტ - აკ ბარსი“ და ყირიმის რესპუბლიკის სიმფეროპოლის საქალაქო ოლქის მუნიციპალური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - სკოლა #5.
ასევე ნახეთ
რუსმა დეპუტატმა მირონოვმა უკრაინიდან გაყვანილი ბავშვი იშვილა - „ვაჟნიე ისტორიი“პორტალზე „ომი და სანქციები“ (War and Sanctions), განყოფილებაში „ბავშვის გამტაცებლები“ (Child Kidnappers) განმარტებულია, რომ ბავშვების დეპორტაცია და იძულებითი გადაადგილება ომის დანაშაულებია - "მათი იძულებითი გადაყვანა რუსეთის მოქალაქეობაზე, პერსონალური სტატუსის შეცვლა (სახელის, დაბადების თარიღისა და ადგილის, მშობლებზე ინფორმაციის და ა.შ.) და "ხელახალი აღზრდა" არის მტრის მიერ უკრაინელების კულტურული გენოციდის ნაწილი".
უკრაინული მხარის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთმა გაიტაცა მინიმუმ 20 ათასი ბავშვი:
"დეპორტირებული ბავშვების შესახებ რუსეთი არ აწვდის ინფორმაციას არათუ უკრაინას, არამედ არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბლოკავს ჰუმანიტარულ წვდომას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დაკავების ადგილებთან, რაც შეუძლებელს ხდის დანაშაულის აღნუსხვას. ბავშვებს არ აბრუნებენ. მათ მალავენ და გადაჰყავთ რუსეთის სიღრმეში. ყოველდღიურად გრძელდება მათი დეპორტაცია, გაჰყავთ ოჯახებიდან და რთავენ პროგრამებში, რომლებიც ანადგურებენ უკრაინის ეროვნულ იდენტობას", - წერია პორტალზე.
ასევე ნახეთ
ჰააგის სასამართლომ (ICC) პუტინის დაკავების ორდერი გასცა2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა ომის დანაშაულში ბრალდების საფუძველზე. საქმე ეხებოდა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციასა და რუსეთის ფედერაციაში გადაყვანას.