ღამის განმავლობაში და გამთენიისას აფეთქებები იყო მოსკოვსა და მის შემოგარენში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებს. დროებით დაკეტეს მოსკოვის ყველა აეროპორტი.
18 აგვისტოს დილის ექვსი საათისთვის მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 17 აგვისტოს საღამოდან 18 აგვისტოს 05:00 საათამდე მოსკოვის რეგიონისკენ „მოფრინავდა“ 620 უპილოტო საფრენი აპარატი.
სობიანინის თანახმად, უშუალოდ მოსკოვის რეგიონში „განადგურებულია“ 180 დრონი და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობენ“. მოსკოვის მერს კონკრეტული ადგილები და შედეგები არ დაუსახელებია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ სობიანინის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსკოვზე „ყველაზე მსხვილი შეტევის მცდელობა იყო“.
მონიტორინგის უკრაინული არხის Exilenova+-ის ცნობით, ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. სხვა წყაროებით მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- 2026 წლის ივნისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ორჯერ დაარტყეს.
ასევე ნახეთ
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინის იერიშების შემდეგ 6 თვით შეაჩერა მუშაობაგანახლება: 18 აგვისტოს დილით მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია და ხანძრები გაჩნდა სახლებში, სავაჭრო და ენერგოობიექტებზე და კომპანია Wildberries-ის საწყობში.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.