- 9 – „ძლიერი საქართველო - ლელო“;
- 41 – ქართული ოცნება“.
მათ კანდიდატები 3 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
„2025 წელს წალკის ოლქში ჩვენს მაჟორიტარს მიღებული აქვს 30%. ახლა როცა ტარდება არჩევნები და არ იღებ მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ იმ 30%-ს ზურგი აქციე. ამის უფლება არ გვაქვს - განვლილიც და მომავალიც გვავალდებულებს, რომ არ მივატოვოთ ჩვენი ამომრჩეველი და მივიღოთ მონაწილეობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც ამავდროულად არის ცესკოს წევრი.
ამ არჩევნებში არ მონაწილეობენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე ოპოზიციური პარტიები:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“;
- „ნაციონალური მოძრაობა“;
- „გახარია საქართველოსთვის“;
- „გირჩი“.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ოთხი დიდი ოპოზიციური პარტიიდან ორმა („ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“) ბოიკოტი გამოუცხადა, 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი აირჩიეს. საკრებულოს მაჟორიტარულ ოლქებში კი ოპოზიციამ მხოლოდ ორ ოლქში გაიმარჯვა, მათგან ერთი უპარტიო პოლიტიკოსმა მარტვილში, ცაგერში კი „ლელოს“ წარმომადგენელმა.
ასევე ნახეთ
"ოპოზიციის ალიანსი" სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის 6 მოთხოვნას ასახელებსბოიკოტის მიზეზი
ოთხმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (4, 5, 9 და 25 საარჩევნო ნომრებით) გაყალბებულად მიიჩნია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, პარლამენტში უმრავლესობა (89 მანდატი) „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა.