19 აგვისტოს აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფის სამრეწველო ზონაში.
რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა დაადასტურა, რომ უკრაინული დრონებით შეტევა იყო საწარმოებზე. ხაბიროვის მტკიცებით, ერთ-ერთი „მოგერიებული“ დრონის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. მას კონკრეტული ქარხანა არ დაუსახელებია.
- უფაში კომპანია „ბაშნეფტს“ აქვს სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც ერთიან კომპლექსს ქმნიან და მისი საერთო სიმძლავრე წელიწადში 23,5 მილიონი ტონაა
- ამ ქარხნებს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს. მათ შორის 2026 წლის 5 აგვისტოს ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილს“.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ 19 აგვისტოს შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა საწარმოში „ბაშნეფტ-უფის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა".
ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურ ხაბიროვის ინფორმაციით, 19 აგვისტოს დრონმა დააზიანა ერთ-ერთი სახლიც, სადაც დაშავდა ერთი ადამიანი - ინდოეთის მოქალაქე, რომელიც ადგილობრივი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტია.
ასევე ნახეთ
ზაპოროჟიესა და ხერსონში მსხვერპლია რუსული დრონებით შეტევის შედეგად- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე სამრეწველო ობიექტებზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.