4 კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის "საპრეზიდენტო არჩევნებში"

მოკლედ

  • ოკუპირებული ცხინვალში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი დაარეგისტრირა დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ.
  • არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩევლად დაინიშნა 23 ივნისს.
  • გაგლოევის მოვალეობას დროებით რუსეთის მოქალაქე და კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, მარატ კამბოლოვი ასრულებს.
  • კამბოლოვი 4 რეგისტრირებული კანდიდატიდან ერთ-ერთია - ის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული კანდიდატები არიან:

  1. მარატ კამბოლოვი, დაბადებული 1965 წელს, წარდგენილი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.
  2. ზურაბ კოკოევი, დაბადებული 1960 წელს, პოლიტიკური პარტია ერთიანობის კანდიდატი.
  3. მურატ ვალიევი, დაბადებული 1989 წელს, რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია ალანიის პატრიოტების კანდიდატი.
  4. ყაზბეკ კოდოევი, დაბადებული 1974 წელს, წარდგენილი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.

"კანდიდატების რეგისტრაციის" დასრულებამდე, 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 18 სექტემბერს დაგეგმილი „საპრეზიდენტო არჩევნებიდან“ მოხსნა პარტია „ირი ფარნის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, „სახელმწიფო დაცვის“ ყოფილი თანამშრომელი ხოხ ჩოჩიევი - უარის ერთ-ერთი მიზეზი რუსული ენის სათანადოდ არცოდნა იყო.

ასევე ნახეთ

„რუსულს არასათანადოდ ფლობს“ - ცხინვალში „არჩევნებიდან“ ერთ-ერთი კანდიდატი მოხსნეს

ასევე ნახეთ

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ცხინვალში - რატომ ვიცით წინასწარ, ვინ გაიმარჯვებს?