1-ელი და 47-ე სკოლები სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება.

დედაქალაქში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ორი სკოლა სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებს. ესენია პირველი (თბილისის კლასიკური გიმნაზია) და 47-ე სკოლები. ინფორმაციას ავრცელებს განათლების სამინისტრო.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საწავლო პროცესი დაიწყება:

  • I-IV კლასების მოსწავლეებისთვის - 14:00 საათზე;
  • V-IX კლასების მოსწავლეებისთვის - 10:00 საათზე;
  • X-XII კლასების მოსწავლეებისთვის - დისტანციურად.

47-ე სკოლაში:

  • I-VI კლასების მოსწავლეებისთვის - 09:00 საათზე;
  • VII-X კლასების მოსწავლეებისთვის - 12:00 საათზე;
  • XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის - დისტანციურად.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს 00:00 საათზე დაიწყო. ამ დროიდან სრულად აიკრძალა ავტომობილებისთვის გადაადგილება.

ასევე ნახეთ

თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - რეაბილიტაცია დაიწყო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის ცენტრში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესში ე.წ. ელბაქიძის დაღმართიდან ჭოველიძის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა 10 სექტემბრისთვის იგეგმება.

ასევე ნახეთ

როგორ ივლის ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ
  • კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მაშინ მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა;
  • ბოლოს სამუშაოები 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 24 მარტს კალაძემ თქვა, რომ პროექტი 2026 წლამდე გადაიდო.