„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა ყაველაშვილმა 27 აგვისტოს გამოსცა შეწყალების აქტი - შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
მათ შორისაა ფრიდონ ბუბუტეიშვილი, - რომელმაც ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით 2026 წლის მაისში მიმართა. ეს ინფორმაცია აქტივისტურ ჯგუფებში გავრცელდა; ასევე, დაწერა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მას თითქმის 2 წელი და 4 თვე ჰქონდა საპატიმროში გატარებული, - ხოლო შეწყალების გარეშე კიდე 2 წლისა და 8 თვის მოხდა მოუწევდა.
განახლება: შეწყალებულთა შორის ასევე არიან საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ავთანდილ თოფჩიშვილი და სიმონ მახარაძე.
ასევე ნახეთ
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალება მოითხოვა - აქტივისტი გიორგი რომელაშვილივინ არის ფრიდონ ბუბუტეიშვილი
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს მოსამართლე ზვიად შარაძემ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 20 იანვარს მიუსაჯა.
მას ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 2024 წლის 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს.
დემონსტრანტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული:
- 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
- 353-ე პრიმა - თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა).
ჭიშკრის დაზიანებამ 500-ლარიანი ზარალი გამოიწვია.
პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.
ასევე ნახეთ
მიხეილ ყაველაშვილმა 226 ადამიანი შეიწყალა„აგენტების კანონი“
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო, საქართველოში საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე.
კანონს, - რომლის ფორმალური დასახელებაა „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, თუმცა დემონსტრანტები „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ, - ვეტო დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ
სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“იგივე შინაარსის კანონი პირველი მოსმენით მიიღეს 2023 წელსაც, თუმცა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს. 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ უკან აღარ დაუხევია.
2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას „მტკიცედ ურჩია“, გაეუქმებინა სამი მოსმენით მიღებული კანონი მისი „ფუნდამენტური ხარვეზების“ გამო.
თუმცა 2024 წლის 28 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო.
- შემდეგ იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და შემდგომი პროტესტი;
- ამას მოჰყვა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის განცხადება მოჰყვა ევროკავშირში გაწევრების განაცხადის „გადადების“ შესახებ;
- ირაკლი კობახიძის განცხადებამ დემონსტრაციების უფრო ფარტო ტალღა გამოიწვია. იყო სპეცრაზმთან შეტაკებები, - რის შედეგადაც ათობით ადამიანი სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს.