ოსლოს სამეფო სასახლემ განაცხადა, რომ მეფე პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე (GMT 04:35), ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში მშვიდად გარდაიცვალა. ის კლინიკაში სისხლის ჰემოლიზური ანემიის გამო იყო მოთავსებული
გარდაცვალებამდე 24 საათის განმავლობაში სამეფო ოჯახის წევრები მეფის მოსანახულებლად საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, ხოლო მოქალაქეები სასახლესთან ყვავილებს ტოვებდნენ.
ტახტზე მეფე ჰარალდ V-ეს მისი ვაჟი, ჰააკონი შეცვლის.
BBC წერს, რომ 35-წლიანი მეფობის შემდეგ ჰარალდს გაიხსენებენ, როგორც პოპულარულ და რეფორმატორ მონარქს, რომელმაც სამეფო ხელისუფლების მოდერნიზებას შეუწყო ხელი, იქორწინა არა სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე. ის ქვეყნის გამაერთიანებელ ფიგურად იქცა.
სამეფო ოჯახის დამკვირვებლები მას უბრალო, პატივსაცემ ადამიანად ახასიათებდნენ. ისინი მას ერის „ბაბუას“ და „ხალხის მეფეს“ უწოდებდნენ
2011 წელს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე მომხდარი აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ჰარალდმა ნორვეგიელებს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.