ჩხრეკა თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, სადაც 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა" და ,,მეთადონი" იპოვეს.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა“ - აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა, მან კი ეს ნარკოტიკული საშუალება დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა - შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“.
ერთი დღით ადრე, 29 აგვისტოს, დაურ ბუავას საქმეზე პოლიციამ უცხო ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა - განსაცდელში მიტოვების ბრალდებით.
გამოძიების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომლის ცხედარიც სამართალდამცავებმა თბილისში, საკუთარ სახლში, 27 აგვისტოს აღმოაჩინეს, არ ეთანხმება ბლოგერის ადვოკატი, ნათია მეზვრიშვილი.
ის საქმეში დაურ ბუავას მეგობრების თხოვნით ჩაერთო.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს და ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია საგამოძიებო ორგანო.
ასევე ნახეთ
აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებულიდაურ ბუავა თბილისში, თავის საცხოვრებელ ბინაში გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 27 აგვისტოს იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე ნახეთ
„არ ვეთანხმებით ამ ვერსიას, დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩავატარებთ“ - დაურ ბუავას ადვოკატი- აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა დაურ ბუავას, რომელიც 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა;
- ბრალის წაყენებას წინ უსწრებდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე ვიდეოების გავრცელება - დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“;
- ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა 2022 წლის დეკემბერში გამარტივებული წესით მიიღო.