ისრაელის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 წლის ბიჭი, იუწყებიან ღაზის მედიკოსები

(საილუსტრაციო ფოტო)

პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის სამი წლის ბავშვი, განაცხადეს ანკლავის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კვირას.

მედიკოსების თქმით, დეირ ალ-ბალახში, საცხობთან ახლოს ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი კაცი, ჰუსამ ნუსაირი, ასევე სამი წლის ბიჭი, ტაიემ ჰამდანი, ხოლო რამდენიმე სხვა ადამიანი დაიჭრა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავს დაესხნენ და მოკლეს ჰამასის წევრი. მათი თქმით, ნუსაირი ახორციელებდა თავდასხმებს ისრაელის ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) სამხედროების ბრალდებაზე დაუყოვნებლივ კომენტარი არ გაუკეთებია.

2025 წლის ოქტომბერში აშშ-ის მხარდაჭერით მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტამ შეაჩერა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები განადგურებულ ღაზაში. თუმცა ვერ შეაჩერა ისრაელის სამხედრო დარტყმები, რომლებიც, მათი განცხადებით, მიზნად ისახავდა ჰამასის და ღაზაში მყოფი სხვა მებრძოლების თავდასხმების აღკვეთას.

ჰამასი ისრაელს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფრო ფართო გეგმის განხორციელებისთვის ძირის გამოთხრაში.

ამ გეგმის მიზანი ღაზის კონფლიქტის დასრულება, ისრაელის ჯარების გაყვანას ტერიტორიიდან და ჰამასის განიარაღებაა.

მას შემდეგ, რაც გასულ ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ღაზაში 1 300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ხოლო ისრაელის სამხედროების განცხადებით, ოთხი ისრაელელი ჯარისკაცია მოკლული.

ასევე ნახეთ

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზაში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 წლის ბავშვი

ასევე ნახეთ

ისრაელმა ტრამპის შეთანხმება უნდა დაამტკიცოს, სანამ ჰამასი მას შეასრულებს, აცხადებს ჰამასის წარმომადგენელი