ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერს ალიაქსანდ ლუკაშენკას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე, რომელიც ბიშკეკში გაიმართა, არ უხსენებია ომი, რომელსაც რუსეთი ბელარუსის ხელისუფლების მხარდაჭერით უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
როგორც ბელარუსის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო„ბელტა“ იუწყება, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ოქტომბერში ბელარუსი უმასპინძლებს ტერორიზმთან ბრძოლის ფორუმს“, რომელშიც SCO და დსთ-ის წევრი ქვეყნები ერთობლივად მიიღებენ მონაწილებას სწავლებებში.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება „უნივერსალური ცენტრის“ შექმნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცის წევრი სახელმწიფოების წინაშე არსებული უსაფრთხოების „გამოწვევებისა და რისკების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
ლუკაშენკამ განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია „სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია“ და მოუწოდა სამიტის მონაწილეებს მხარი დაუჭირონ ორგანიზაციას, რომ „ევრაზიაში სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საყრდენს“.
მისი თქმით ორგზნიაზა „მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის“ ცენტრი უნდა გახდეს.
ლუკაშენკას სიტყვებით, "თანამედროვე სამყაროში პირდაპირი სამხედრო აგრესია დაბრუნდა - ჩვენი პასუხი ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირება უნდა იყოს".
მან დასავლეთი სანქციებიტ ზეწოლაზე, „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზებაში, ჰიბრიდული გავლენის გამოყენებასა და ომის გაჩაღებაშიც კი დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ
SCO-ს სამიტზე პუტინმა უკრაინის ომში დასავლეთი დაადანაშაულა, სი ძინპინმა კი ჩინეთის დიპლომატიის გავლენა წარმოაჩინა„ამ სფეროში გამოწვევები იმატებს. ინფორმაციული, დიპლომატიური, ფინანსურ-ეკონომიკური და სხვა სახის სანქციებით ზეწოლა დღევანდელი რეალობაა. გავლენიანი ძალების არსენალი მხოლოდ ფერადი რევოლუციებისა და ჰიბრიდული მოქმედებებისგან აღარ შედგება. დღეს, დემონსტრაციულად დაბრუნდა პირდაპირი და მასშტაბური სამხედრო აგრესია. მსგავს გამოწვევაზე ჩვენი პასუხი ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება, ნდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცის შექმნა უნდა იყოს“, - თქვა ლუკაშენკამ.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკას არ უხსენებია სრულმასშტაბიანი ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლიდან აწარმოებს ბელარუსის ხელისუფლების მხარდაჭერით. მან ამ ვითარებაზე საპასუხოდ „ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებისა და თანამშრომლობის ახალი სივრცის შექმნისკენ“ მოუწოდა.
სამიტზე მან ეკონომიკური პროექტების წინ წამოწევის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა ორგანიზაციაში ბელარუსის მონაწილეობით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელზე.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა და ალიევმა ბიშკეკში შეხვედრა გამართესშანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
- SCO შეიქმნა 2001 წლის 15 ივნისს და მისი დამფუძნებელი წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
- 2017 წელს ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი და პაკისტანი;
- 2023 წელს - ირანი;
- 2024 წელს კი - ბელარუსი.
- „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ დამკვირვებელი წევრები არიან ავღანეთი და მონღოლეთი.
- ორგანიზაციას ჰყავს დიალოგის პარტნიორი 14 ქვეყანა, მათ შორის: აზერბაიჯანი, სომხეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი.