უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს შორის დაპირისპირება იყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები (საილუსტრაციო ფოტო)

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა (СБУ) და თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისშიც გამოეხმაურნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ კიევში მომხდარ სროლასთან დაკავშირებულ ვითარებაში სახელმწიფო გამოძიების ბიურო გაერკვევა.

"ვითარებაში გაერკვევა სახელმწიფო გამოძიების ბიურო, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, თუმცა არავის აქვს უფლება, გაიტაცოს სამხედრო მოსამსახურეები, ცეცხლი გახსნას ჩვენი ქალაქების ქუჩებში გასცეს და შეასრულოს დანაშაულებრივი ბრძანებები", - უთხრა ბუდანოვა გამოცემებს უკრაინსკაია პრავდასა და РБК-ს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შესაბამის სტრუქტურების ხელმძღვანელებს“ დაავალა, „საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ“.

2 სექტემბერს, დილით, კიევის დნეპროვსკის ოლქში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) სამი თანამშრომელი დაშავდა.

კონფლიქტი, სავარაუდოდ, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის (РДК) საბრძოლო ოპერაციების მეთაურის მოადგილეს, სტეპან კაპლუნოვს უკავშირდება. მოხალისეთა კორპუსი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.

სტეპან კაპლუნოვის ადვოკატმა ტარას ბოროვსკიმ განაცხადა, რომ კაპლუნოვი 23 აგვისტოს გაიტაცეს. მისი თქმით, ეს იყო გატაცება, ვინაიდან არ დაუცავთ დაკავების პროტოკოლი და არც უფლებადამცველის მონაწილეობა იყო უზრუნველყოფილი. მისი სიტყვებით, კაპლუნოვის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია 1 სექტემბრამდე არ ჰქონდათ.

"2 სექტემბრის ღამით მოხდა შემდეგი: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სტეპან კაპლუნოვის საცხოვრებელ ბინაში მივიდნენ და ისიც იქ მიიყვანეს, რათა გადაუდებელი ჩხრეკა ჩაეტარებინათ მისი თანდასწრებით. შემდეგ იქ უკვე მისვლა დაიწყეს ოფიცრებმა, ასე ვთქვათ, „ტიმურის ქვედანაყოფის“ წევრებმა. მისულ პირველ ჯგუფებს კი თავს დაესხნენ“, - თქვა მან.

შემდგომში, მისი თქმით, მიღწეული იქნა „სამშვიდობო შეთანხმება“ და როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასასრულს უახლოვდებოდა, „უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა საძმოს წევრების დაკავება დაიწყეს", რასაც სროლა მოჰყვა. რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს სამი თანამშრომელი დაიჭრა.

ადვოკატის თქმით, უცნობია რას ეძებდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვერსია

მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ პირთა ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ჯგუფზე, შეეცადნენ ხელი შეეშალათ საგამოძიებო მოქმედებებისთვის და დაბლოკეს საავტომობილო მისასვლელი გზა.

უწყების განცხადებით, თავდასხმის შესაჩერებლად და პროცესში მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქმეში ჩაერთო სპეციალური ოპერაციების ცენტრის „ალფას“ სპეციალური დანაყოფი. სამართალდამცველებმა იარაღი „შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტის დროს“ გამოიყენეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საუბროს დაშავებულებზე „წინააღმდეგობის გამწევებს“ შორის.

გენერალურმა პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ დაიწყო წინასწარი გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფისა და მუქარის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა (СБУ) და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსგან (ГУР).

2 სექტემბრის დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად აღკვეთა რუსეთის ეფესბეს მიერ რუსული ოპოზიციური ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტი“. უწყების თანახმად, ის უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისთვის ჩავიდა.

სამართალდამცველებმა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის სახელი არ გაახმაურეს.