საქართველოში ანტირუსული აჯანყებების წლისთავების აღნიშვნა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ნაწილად ვერასოდეს იქცა, მეხსიერების პოლიტიკა ამ დრომდე მხოლოდ კვლევითი ორგანიზაციების და ცალკეული მეცნიერების ფრაგმენტულ ძალისხმევაზე დგას და 1924 წლის აჯანყებაზე ცოდნაც დიდწილად კვლავ საბჭოთა პროპაგანდისტული მითებით არის დამძიმებული.
„ეს ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, როგორც 1944 წლის ვარშავის აჯანყება, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს პოლონეთის სახელმწიფოს იდენტობას” - ამბობს “გამოკითხვის” სტუმარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.
აჯანყების 102-ე წლისთავზე სწორედ მასთან ერთად განვიხილავთ როგორც საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკეს და გენოციდთან მიახლოებულ ხოცვა-ჟლეტას, ისე აჯანყებულების ხედვებს და იმედებს.