აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი და კიევი მოლაპარაკებებს აწარმოებენ შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინას ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტების საკუთარ ტერიტორიაზე წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
რუბიოს განცხადებით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარეობს, თუმცა ასეთი შეთანხმება უკრაინის საჰაერო თავდაცვის პრობლემას მოკლევადიან პერიოდში ვერ მოაგვარებს.
„ამაზე ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განაცხადა რუბიომ 2 სექტემბერს რადიოწამყვან ბრაიან კილმიდთან ინტერვიუში, როდესაც მას ჰკითხეს, ეწინააღმდეგებოდა თუ არა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიცემას.
თუმცა სახელმწიფო მდივანმა იქვე განმარტა, რომ ეს „მყისიერი გამოსავალი არ არის“. მისი თქმით, ასეთი რთული შეიარაღების წარმოების დასაწყებად ქარხნების შექმნასა და საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას რამდენიმე წელი დასჭირდება.
რუბიოს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით შეტევების საწინააღმდეგოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას ცდილობს.
რუბიოს თქმით, საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე მოთხოვნა ამჟამად „მსოფლიოში თავდაცვის ნომერ პირველი საჭიროება“ გახდა. მათზე მოთხოვნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც აქვთ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა პირველ რიგში საკუთარი თავდაცვის საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს და საკმარისი მარაგები შეინარჩუნოს.
შედეგად, უკრაინისთვის მთავარი პრობლემა რჩება: Patriot-ის რაკეტები მას ახლა სჭირდება, მაშინ როდესაც მათი ადგილობრივი წარმოების შექმნას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: საფრანგეთი გააძლიერებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებასრუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გაძლიერების ფონზე, ზელენსკიმ რამდენჯერმე მიმართა მოკავშირეებს ამ სისტემის გადამტაცებით მომარაგების თხოვნით, რადგან უკრაინას გადამტაცების დეფიციტი აქვს.
- 8 ივლისს, ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას მისცენ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
- მოგვიანებით, 30 ივლისს, გაჩნდა ვარაუდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არ არის დარწმუნებული“, რომ უკრაინას მისცემს ამ რაკეტების შექმნის საშუალებას.
დარწმუნებული რომ არ არის, ტრამპმა 30 ივლისს სატელეფონო ინტერვიუს დროს უთხრა გამოცემა Financial Times-ს. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, საკითხს განიხილავენ.
ტრამპი Patriot-ს განსაკუთრებულ იარაღად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სიფრთხილეა საჭირო მათ მიმართ, ვისაც ლიცენზიას აძლევენ.