ისრაელის მინისტრმა ღაზის მოსახლეობის გასახლების გეგმა წარმოადგინა

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი საქართველოში. 25 აგვისტო, 2025 წელი (არქივი)

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა 3 სექტემბერს წარმოადგინა გეგმა ღაზის სექტორიდან ადგილობრივი მოსახლეობის - პალესტინელების - გასახლებისა და მათი საზღვარგარეთ გაგზავნის შესახებ.

დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოსვლისას ბენ-გვირმა განაცხადა, რომ გეგმა მიზნად ისახავს პირველ წელს ღაზიდან 250 ათასი პალესტინელის გაყვანას, ხოლო მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში — დარჩენილი, დაახლოებით ორი მილიონი მცხოვრების გასახლებას.

„ეს რეალისტურია“, — თქვა ბენ-გვირმა. მინისტრი ამტკიცებს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც „მზად არიან“ ღაზელების მისაღებად, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

ჟენევის კონვენციების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება სამხედრო დანაშაულად ითვლება.

ღაზის სექტორი პალესტინელების ტერიტორიაა, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურდა 2023 წელს დაწყებული საომარი მოქმედებების დროს ისრაელის მხრიდან. ეს ომი დაიწყო მას მერე, რაც პალესტინელთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს ისრაელის სამხრეთ არეალზე. ამ შეტაკებისას მოკლეს 1500 ისრაელელი და 250 მძევლად წაიყვანეს.

ომის განმავლობაში მოკლულია 60 ათასზე მეტი პალესტინელი. ამ მონაცემებს აღიარებენ გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. 2025 წლის იანვარში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ომი საბოლოოდ არ დასრულებულა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ღაზის სექტორი პალესტინელების მომავალი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი უნდა იყოს.

ასევე ნახეთ

ისრაელის მინისტრმა ნიანგებს კლასიფიკაცია შეუცვალა და გზა გაუხსნა ციხიდან გაქცევის თავიდან ასაცილებლად მათ გამოყენებას